მთავარისიახლეებიერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში 27 ოქტომბერს მშვიდობიან აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში 27 ოქტომბერს მშვიდობიან აქციას გამართავს [Video]

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს 27 ოქტომბრის აქცია დააანონსეს. აქცია საღამოს 20:30 ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90 ნომერში გაიმართება
“თავისუფლებისთვის ბრძოლას სჭირდება ყოველდღიური განმტკიცება.
ახლა როდესაც ძალიან ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე და მიშას თავისუფლებამდე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ყველას რომ ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს არ შეეგუება მონობას, დაშინებას, მოსყიდვას და ყველა იმ უბედურებას რომელსაც ხელისუფლება ატრიალებს აქ.
სამეგრელო ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე და ისტორიულად არასოდეს არ შეშლია არჩევანი. მე მახსოვს ტანკები ჩემს ქალაქში და რეგიონში მაგრამ ასევე მახსოვს ამაყად, მტკიცედ მებრძოლი ზუგდიდი და სამეგრელო.
სწორედ ასეთებს, ამაყებს, უდრეკებს, უშიშრებს, თავმოყვარეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, გელოდებით ხვალ 27 ოქტომბერს, საღამოს 20:30 ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90 გელოდებით აქციაზე” – განაცხადა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარლამენტარმა ანი წითლიძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...