ანი წითლიძემ არჩევნებში მონაწილე ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სუსის მართული კრიმინალების ერთობლივი სია გაასაჯაროვა [Video]

0
1028

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდში ოფისში პარლამენტარმა ანი წითლიძემ არჩევნებში მონაწილე ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სუსის მართული კრიმინალების ერთობლივი სია გაასაჯაროვა. მისი თქმით,
ეს ადამიანები მონაწილეობენ პასპორტების წართმევაში, მოსყიდვასა და დაშინებებში.
“ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი, სწორედ ეს პირი კონტაქტობს კრიმინალური ავტორიტეტებთან. პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იყო თურქეთში სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს.
შოთა ბაჯალაძე – სუსის მაღალჩინოსანი. გადაადგილება პოლონური სანომრე ნიშნის მქონე მანქანით. მონაწილეობს მოსყიდვაში.
დათო გვიშიანი – ქართული ოცნების რეგიონული შტაბიდან, დიტო სამხარაძის მიერ მოვლენილი.
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი კობა (კორმა) ხარებავა. ეს ადამიანი აწვდის კრიმინალებს სიას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე.
სამხედრო პოლიციიდან: კობა გრიგოლია, ირაკლი ჭითანავა, ჯაბა ლაშქარავა, სერგო ჩაჩიბაია.
სუსის მიერ მართული კრიმინალები:
სუსის დავალებების შემსრულებელი და ე. წ. ზუგდიდის მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია – ზედმეტსახელად ცესკო.
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებზე მიმაგრებული არიან ასევე სუსის მიერ მართული მანუჩარ ბელქანია და რიჩარდ მახარობლიძე.
ე. წ. ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია და მისი შვილი დადუ შენგელია.
ე.წ. კანონიერი ქურდი, სუსის მიერ მართული რუსლან გეგეჭკორი. (სოფელი ურთა)
ქართული ოცნების არაფორმალური შტაბი მდებარეობს ზუგდიდში რუსთაველის 66 და რუსთაველის 48. შტაბების საქმიანობის ძირითადი მიზანია ოპოზიციური მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.
ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს!”- ამბობს წითლიძე.

წინა სტატია,,თავისუფლება მიშას” – აქცია პერფორმანსი ზუგდიდში [Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდში, პროტესტის ნიშნად შსს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური