მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გზებსა და მოსაცდელებზე წარწერა "თავისუფლება მიშას!" გამოსახეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გზებსა და მოსაცდელებზე წარწერა “თავისუფლება მიშას!” გამოსახეს

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გზებზე, მოსაცდელებზე და ხიდებთან, წარწერა “თავისუფლება მიშას!” გაჩნდა.

ფოტოები “ოდიშინიუსს” იმ პირთა ჯგუფმა მიაწოდა, რომლებმაც წარწერები გამოსახეს, თუმცა, ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.

“ამ მოქმედებით ვუერთდებით ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის (და არამარტო ჩვენი თანამოქალაქეების) მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და სოლიდარობას ვუცხადებთ მესამე პრეზიდენტს”, – უთხრა ოდიშინიუსს ჯგუფის ერთერთმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულად ტარდება აქციები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.

ხანგრძლივი შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კერძო კლინიკაში მისი გადაყვანა არ მოხდება და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მესამე პრეზიდენტს გლდანის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რაც, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამო, დაუშვებლად მიაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს.

სიახლეები

მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მსაქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება - მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე...

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას ძალოვანებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს – მედიაომბუდსმენი

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას ძალოვანმა უწყებებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, - ამის...

პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დამაწვინეს, პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება – ახობაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ პატრულის თანამშრომელმა დაკავებისას მას...

მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოს...