ხატია დეკანოიძემ ქუთაისში კოალიციური მთავრობა წარადგინა

0
233

თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული – ამის შესახებ ოპოზიციის საერთო, მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ოპოზიციისქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

ვიცე-მერობის კანდიდატი – ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)
ვიცე-მერი – იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)
ვიცე-მერი – რევაზ ჩომახიძე
ვიცე-მერი – თემურ ცამციშვილი

“უპირველესი, რაც ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს ქუთაისისთვის საპარლამენტო, ადმინისტრაციული სტატუსის დაბრუნებაა

დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს. ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი იქნება გამორჩეული, ღირსეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი. ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქუთაისმა აირჩიოს საკუთარი პოლიციელი. იყოს გამორჩეული ქალაქი იმით, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას”, – განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატრია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც შეეძლება შერიფი აირჩიოს.

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: უნდა ავაყვავოთ ფოთი. გიგი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ
შემდეგი სტატიაენმ: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური