მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, დავამხობდი, გამსახურდიას იგივეს გავუკეთებდი - კიტოვანი

სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, დავამხობდი, გამსახურდიას იგივეს გავუკეთებდი – კიტოვანი

Published on

“დავამხობდი, რასაკვირველია”, – ასე პასუხობს 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების ერთერთი მონაწილე და ორგანიზატორი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი “რეპორტიორის: ჟურნალისტის შეკითხვას, დაამხობდა თუ არა ხელისუფლებას ძალადობრივი გზით, ზვიად გამსახურდიას ნაცვლად რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.

“გამსახურდიასაც იგივეს გაუკეთებდით? ძალადობრივი გზით დაამხობდით?”, – ეკითხება ჟურნალისტი, რასაც თენგიზ კიტოვანი ასე პასუხობს: “კი, იგივეს გავუკეთებდი, იმიტომ რომ იმდენი შეცდომა დაუშვა… მაგან (ზვიად გამსახურდიამ) დააქცია საქართველო, ომები დაიწყო ყველგან… აფხაზებს 26-24-ზე მისცა (სავარაუდოდ, გულისხმობს ეროვნულ კვოტას აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში), მაშინ წავაგეთ აფხაზსეთი… ოსეთში ვინ შეიყვანა ჯარი> ზვიად გამსახურდიამ…”, – ამბობს თენგიზ კიტოვანი.

1991-92 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტს თენგიზ კიტოვანი არ აღიარებს:

“ვინ იყო კანონიერი, რას მელაპარაკებით? იგივე უკანონობა ხდებოდა მაშინაც, რომ ჩამოვიდნენ მეგრელები: “ამ სახლში მე შევალ, იმ სახლში მე შევალ… აი ეს ხდებოდა”, – ამბობს კიტოვანი “რეპორტიორთან”.

“მერაბ კოსტავას მკვლელობა ზვიად გამსახურდიას ინტერესში შედიოდა, იმიტომ რომ ის უნდა დარჩენილიყო ერთადერთ ლიდერად…”, – აცხადებს თენგიზ კიტოვანი და ამბობს, რომ ზვიად გამსახურდია კრემლთან და ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით მოქმედებდა:

“შევარდნაძეს ის მერე დაუპირისპირდა, როცა შევარდნაძემ მოითხოვა, რომ ჩამოვიდოდა და ამან უარი უთხრა”, – ამბობს თენგიზ კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ კიტოვანი და მისი ქალიშვილი ნათია, “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერები არიან.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...