მთავარისიახლეებისაზოგადოებავინაიდან გართულებების ალბათობა მაღალია და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ...

ვინაიდან გართულებების ალბათობა მაღალია და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში

Published on

ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

ეს კონსილიუმის წევრმა ექიმმა, ზურაბ ფაღავამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში თქვა.

მისი თქმით, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, მაგრამ რადგან შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, საჭიროა თავის დაზღვევა. ფაღავა ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის”. – თქვა ზურაბ ფაღავამ.

 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...