ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს

0
300

19-20 ოქტომბერს საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა. მან ამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, ხავიერ კოლომინა შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

წინა სტატია“უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო” | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს
შემდეგი სტატიაისევ დადგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა – კულუმბეგოვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური