მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან.

Published on

იუსტიციის სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრაზე კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის  თქმით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან ამისთვის მისი თანხმობაა საჭირო. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ უცნობია.

შეხვედრას მედიკოსებთან ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი.

,,მოვისმინეთ მედიკოსების სამუშაო ჯგუფის  მიგნებების შესახებ და მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული” –  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია უზრუნველყოფილი იყოს პატიმრის  ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა  და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენ კვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს და დასძინა,  რომ ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად პაციენტის თანხმობა იქნება საჭირო.

 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...