მთავარისიახლეებიანდრიუს კუბილიუსი - პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია

ანდრიუს კუბილიუსი – პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია

Published on

პრემიერის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ვერ ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას და მმართველი პარტიის ლიდერებს თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა შეამცირონ პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ საქართველო არსებული ვითარებიდან არ გამოვა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად “ასოცირებული ტრიოს” ინტეგრაციის პროცესს.

„ჩვენ ვიქნებოდით მოხარულები, დაგვენახა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულებულია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და პოლიტიკოსებმა ეს უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ შუალედურ სტატუსზე, ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან ნათელ საბაზო პირობებს – დემოკრატიის ზრდასრულობასა და კანონის უზენაესობას. ერთიან ბაზარს არ შეუძლია მუშაობა კანონის უზენაესობის გარეშე ნებისმიერ ქვეყანაში, ეს ძალიან მარტივია. თქვენი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა ენდობოდეს და პატივს სცემდეს ყველა დანარჩენი ქვეყანა, რომელიც შედის ერთიან ბაზარში და ამ დროისთვის ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.

ეს ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით – ჩვენ ჩვენს პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე არ ვიტყვი რა მიმართულებით უნდა შეამციროს საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის “ლიდერშიფმა” პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას, ეს დააზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის პროცესს მთლიანად”, – განაცხადა კუბილიუსმა.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...