მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს

ზუგდიდში სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს [Video]

Published on

ციცინო შენგელია, მაია მიქავა, ნათია ღურწკაია, ეკატერინე ფარულავა, ნინიკო შარია და მალვინა კოტუა სამეგრელოში მცხოვრები ის მეწარმე ქალები არიან, რომლებმაც პაჩაკუჩა (PechaKucha) ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღე საინტერესო შეხვედრით აღნიშნეს.
PechaKucha მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში ამ ფორმატის შეხვედრა 2018 წლიდან ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, ერთ-ერთი მხარდამჭერი კი გაეროს ქალთა ორგანიზაციაა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...