მთავარიUncategorizedნიკა მელია: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზებას ახდენენ

ნიკა მელია: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზებას ახდენენ

Published on

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში მობილიზაციას ახდენენ კანონიერი ქურდებისა – აცხადებს თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.

ნიკა მელიას თქმით, “ოცნების” ხელისუფლების ძალაუფლება ძირითადად ძალადობასა და კრიმინალზე დგას და ყველა არჩევნებზე ხალხის დასაშინებლად იყენებს ქუჩას.

მელიას თქმით, კრიმინალები არიან თავად ხელისუფლების პირველი პირები, რომლებსაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილ ჰყავთ საპყრობილეში:

ვხედავთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის, ბოროტმოქმედი, ვერაგი, დამნაშავე კრიმინალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დგას ძალადობაზე და ეს მთელი მისი საყრდენი ძალადობის უნდა გამოვაცალოთ. რამდენ კანონიერ ქურდსაც ჩართავს, მათ შორის, სამეგრელოში, სენაკში, ხობში, ზუგდიდში, სენაკში, უფრო გაგვაძლიერებს. რომ გავიგე, ბევრი კანონიერი ქურდი ჰყავთ ჩამოყვანილი და სხვადასხვა თათბირებს მართავენ, უფრო მეტად მემატება მოტივაცია, იმიტომ რომ მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები არიან ამ სახელმწიფოს დასრულების მოსურნეები…

თუ ჰგონია ვიღაცა ვიგინდარას, ღარიბაშვილს ან კობახიძეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში გამოკეტავს და ქურდებს აბოგინებს კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და ხარისხით და ჩვენ ხელის გადაგრეხვითა და გადაწევით, ამ სახელმწფოს მომავალს წაგვართმევს, ვერ იქნება.

პირიქით გეუბნებით, უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მხნედ და მოტივირებულები. რაც არ უნდა გავლენიანი კანონიერი ქურდები ჩართონ ამ პროცესში, აი პირველ რიგში, ვისაც დედას ვუტირებთ, ვუტირებთ კანონიერ ქურდებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, მომავალს პარავენ ჩვენს შვილებს”,-თქვა ნიკა მელიამ , “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი დებატები”

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...