მთავარიUncategorizedშსს ცდილობს მიაჩუმათოს სკანდალი, რომელიც გუშინ საკრებულოში მის მიერ შეტანილი აპარატურის აღმოჩენას...

შსს ცდილობს მიაჩუმათოს სკანდალი, რომელიც გუშინ საკრებულოში მის მიერ შეტანილი აპარატურის აღმოჩენას მოჰყვა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტექნიკა, რომელიც თბილისის საკრებულოში იყო, არის მოძრავი რეპიტერი, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. უწყებაში ამბობენ, რომ ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობისთვის.

“აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, საკრებულოს შენობაში ტექნიკა გუშინ აქტივისტებმა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა იპოვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ აქციაზე საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იდგა. ენმ-ს კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დადასტურებულად იციან, რომ ერთ-ერთი მოწყობილობა ინტერნეტის სიგნალს ახშობდა აქციაზე

.აქციის მიმდინარეობისას “მთავარი არხის” აპარატურას სიგნალის გადაცემა უჭირდა, რაც სავარაუდოდ, სწორედ, საკრებულოში მოთავსებულ აპარატურას უკავშირდებოდა.

 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...