მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

0
316

,,მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ერი”, – განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.

“დღეს მოვედი, რომ ვინახულო მესამე პრეზიდენტი, ვნახო, გავესაუბრო და ვნახო, რა მდგომარეობაშია. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე მეც იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ”

უფრო ადრე მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირიც მივიდა. ამასთან, სინოდის ოთხმა წევრმა, სასულიერო პირმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასაც მოაწერა ხელი.

მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ციხის დატოვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სთხოვა სააკაშვილს, თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.

გარდა ამისა, ციხეში მისული იყო პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი. როგორც მან თქვა, სააკაშვილს პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-15 დღეა ციხეში შიმშილობს.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი აქციაზე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა — წითლიძე
შემდეგი სტატია,,პროდასავლელი პრეზიდენტი ციხეშია, უკვე 2 კვირაა საქართველოში მისი მხარდასაჭერი აქციები იმართება” – გერმანული გამოცემა Tagesschau
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური