მთავარისიახლეები"თავისუფლება მიშას" - მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე ზუგდიდიდან რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა გაემგზავრა

“თავისუფლება მიშას” – მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე ზუგდიდიდან რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა გაემგზავრა [Video]

Published on

ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილი აქციისთვის შეკრება დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პირველ რიგში მათი მოთხოვნაა მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ განთავისუფლება ციხიდან და ვადამდელი არჩევნები.თბილისში მიმავალ მიკროავტობუსებს აკრავს ფოტო წარწერით “თავისუფლება მიშას”.

აქციაზე წამსვლელთა ნაწილიენმ-ის ოფისთან შეიკრიბა, ნაწილი კი კოლონას სხვადასხვა ლოკაციიდან შეუერთდა.ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, აქციაზე ზუგდიდიდან უპრეცენდენტო რაოდენობა მიდის და მას უჭირს კონკრეტული რაოდენობის დასახელება. ის აცხადებს, რომ აქციაზე წამსვლელი ადამიანების ამდენი რაოდენობა ზუგდიდშიც და მთლიანად სამეგრელოში, ვარდების რევოლუციის შემდეგ არ შეკრებილა.

“ადამიანები მოდიან საკუთარი ხარჯებით, ოჯახებით, შვილებით და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს ესმის ძალიან კარგად, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის დღეს საქართველოს თავისუფლება, ქვეყნის ევროპული მომავალიც, უკეთესიბისკენ ცვლილებები. რაც მთავარია, დღეს თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე, ამაყი ერი, რომელიც არ დაუშვებს, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ოლიგარქის ტყვეობაში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე იმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ,,თავისუფლება მიშას”
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...