მთავარიUncategorizedპაატა ბურჭულაძე: ასამართლებენ თანამედროვე, განვითარებული და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს

პაატა ბურჭულაძე: ასამართლებენ თანამედროვე, განვითარებული და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს

Published on

ქვეყნის ფარგლებს მყოფმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ბურჭულაძემ თქვა, რომ ახლა შექმნილი სიტუაცია მას 90-იან წლებს ახსენებს.

ბურჭულაძემ მოქალაქეებსა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ამ მოედნიდან მინდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მივესალმო და ვისურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს.

სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში, ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენ მტერს ხელიდან გამოვსტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა კი მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ”,- ამბობს პაატა ბურჭულაძე ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...