მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის ექიმს ისევ არ უშვებენ ციხეში

მიხეილ სააკაშვილის ექიმს ისევ არ უშვებენ ციხეში

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს ისევ არ უშვებენ ციხეში .

დღეს მან კიდეც ერთი საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხეში შეშვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მისი ვიზიტი აუცილებელია, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შიმშილობის გამო, საკმაოდ გართულებულია.

“საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მანვე ითხოვა, რომ იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს კიდევ ორი ექიმი – მარინა აბაშიძე და ვახტანგ კალოიანი დაემატოს.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...