მთავარიUncategorizedხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა და მაგალითი ისტორიას დარჩება

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა და მაგალითი ისტორიას დარჩება

Published on

ქუთაისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა და მაგალითი ისტორიას დარჩება.

“მე მინდა აქედან ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს ისტორიის ნათელი მხარეა და დღეს, ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში.

მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით, ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ ეს იყო სამშობლოს სიყვარული”,თქვა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...