,,ბოკერია მაინც სულ სხვაა. ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, “კეთილშობილებო”, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის – მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?! – წერს სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას იმ განცხადების პასუხად, რომ არ უერთდება ხვალ, 14 ოქტომბერს ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება.
ბოკერია განმარტავს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შეწყდეს, მაგრამ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ფიგურებმა, ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა სამწუხაროდ, შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და ამის გარეშე მეორე ტურებს აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალურად და ამიტომ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და სწორი მიდგომაა”.