მთავარისიახლეებისამეგრელოში 6 დაავადების ერთობლივი მობილური სკრინინგი ჩატარდება

სამეგრელოში 6 დაავადების ერთობლივი მობილური სკრინინგი ჩატარდება [Video]

Published on

სამეგრელოს რეგიონში 6 დაავადების ერთობლივი სქრინინგი ჩატარდება. სკრინინგი სპეციალურად აღჭურვილ მობილურ კლინიკაში გაიმართება. ერთდროულად შესაძლებელი იქნება ტუბერკულოზის, კოვიდ-19-ის, აივ/შიდსის, “C” ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტენზიის ერთდროულ გამოკვლევა. პროექტს გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია განახორციელებს. სკრინინგს უზრუნველყოფს პროფესიონალების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, რადიოლოგი და ლაბორანტები. სკრინინგი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და წალენჯიხის დაბა ჯვარში ჩატარდება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...