მთავარისიახლეებიNATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

Published on

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის რესპუბლიკის მთლიანობის დარღვევას გმობს. ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი.

“NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ქვეყნების დესტაბილიაცია და ხელი შეუშალოს ევროპული და/ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელი შეუწყონ უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან განხორციელების აუცილებლობას.

რეზოლუცია ჩრდილოატლნატიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...