მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამონახეთ გზები, რომ დაიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ისჯება სამშობლოს...

გამონახეთ გზები, რომ დაიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ისჯება სამშობლოს სიყვარულის, სუვერენიტეტის დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის გამო.- საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიმართვა მეგობარი ქვეყნების ელჩებს

Published on

საქართველოს კლინიკების ასოციაციია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს. წერილში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის, სუვერენიტეტის დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის გამო.

კლინიკების ასოციაცია კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს სთხოვს, დაიცვან მიხეილ სააკაშვილის უფლებები და გამონახონ გზები მისი დროულად განთავისუფლებისთვის. ამავე დროს დიპლომატებს სთხოვენ ყველა სახის ღონისძიებები გაატარონ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისა და   სტაბილიზაციის მიზნით.

“საქართველოში პოლიტიკური ვითარება დღითიდღე იძაბება, რასაც ართულებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველი ერის მისწრაფება ევროპული და დასავლური, დემოკრატიული  ღირებულებებისადმი მტკიცეა და უცვლელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეთორმეტე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ, მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე.

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშლას, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება  შიმშილი, მითუფრო  ჩნდება რისკი  შეუქცევადი  პროცესების  განვითარებისა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, გთხოვთ, თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით, დაიცვათ პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის უფლებები და გამონახოთ გზები მისი პოლიტპატიმრობიდან  დროულად განთავისუფლებისა, ამავე დროს გთხოვთ, ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისა და   სტაბილიზაციის მიზნით.

ძვირფასო დიპლომატებო!

საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებო!  საქართველოს ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ექიმები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს – პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის, სუვერენიტეტის დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის გამო.”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერია მიმართვაში.

 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...