მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ მორიგ ჯერზეც დაარღვია პირობა -ლილუაშვილი პარლამენტში არ მივა

ხელისუფლებამ მორიგ ჯერზეც დაარღვია პირობა -ლილუაშვილი პარლამენტში არ მივა

Published on

ფაილების სკანდალზე მმართველმა გუნდმა სუსი-ს უფროსის პარლამენტში დაბარება გადაიფიქრა. პირობა დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარემაც. კახა კუჭავა, რომლიც საკანონმდებლო ორგანოში სუსი-ს უფროსის დაბარებას და სხდომის მოწვევას აანონსებდა, დღეს ამის აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

ოპოზიციის მოთხოვნის დაიგნორრებას პარლამენტში  ხელისუფლების ოპონენტთა ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

,,ლელოს” ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, შეფასებით, როცა კრიზისული სიტუაცია დგება, მმართველი გუნდი დროის გადაგორებას ცდილობს.

,,ოცნებას” მართვის ერთი ტაქტიკა ახასიათებს, ესაა გადაგორების ტაქტიკა. ერთი კრიზისიდან მეორემდე მიაგორონ საკუთარი თავი და ქვეყანა. როცა მწვავედ დგას საკითხი, მოიგონებენ ათას რაღაცას, ამიტომაც დასვა დღეს ბიუროს სხდომაზე ,,ლელომ” ლილუაშვილის დაბარების საკითხი მწვავედ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის, პროგნოზით, სუსი-დან გამოჟონილი ფაილების საკითხზე ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა.

ხელისუფლების მიზანი იყო ამ საკითხის მიჩუმათება, ჩაფარცხვა, აქტუალობის დაკარგვა, მაგრამ ეს არ მოხდება არასდროს. ეს უკანონო მოსმენები წარმოუდგენელია, ადრე თუ გვიან არ იყოს გამოძიებული. ძალიან ბევრი ვინმე დაისჯება. არც პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხება ვინმე, არც პრეზიდენტს, არც მთავრობას, გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი. იმ ერთ კაცს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები ახლოსაა – ამბობს რომან გოცირიძე.

,,ქართული ოცნება” პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარებაში ამ ეტაპზე აზრს ვერ ხედავს და ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

,,ოცნების” პრეს-სპიკერის შალვა პაუაშვილის  განმარტებით, ოპოზიცია პოლიტიკური შოუს დადგმას ცდილობს. ,,მიმდინარეობს გამოძიება, გარკვეული პირველადი შედეგები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდეს. პრობლემა არ არის იმაში, რომ გვქონდეს დისკუსია, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს ოპონენტებს, მათ ნაწილს ამ დისკუსიისგან პოლიტიკური შოუს დადგმა სურთ. რაც რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა აირიდოს – ამბობს იგი.

 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...