“გარკვეული პარტიები მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ “ნაცმოძრაობაზე” არიან დამოკიდებულები.” –  ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია  ვოლსკი  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომ   14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან.

,,მათ მხარდამჭერებს  ჰქონდათ იმედი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები მესამე ძალას ქმნიდნენ საქართველოში, მაგრამ  ამის ნაცვლად დაინახეს დაინახეს საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს “ნაცმოძრაობა” ზეპირადაც და საქმიანობითაც, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ თავის დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ პოლიტიკურ ველზე”. – ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დაანონსებული.