მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები ძალით გაიყვანა

პოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები ძალით გაიყვანა

Published on

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები, მათ შორის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია, გაიყვანა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ზუგდიდში ოპოზიციამ გაიმარჯვა, კომისიის წევრები კი ხმების გადათვლისას გაყალბებას აგრძელებენ.

“ზუგდიდი არის გამარჯვებული, ზუგდიდმა გაიმარჯვა, ზუგდიდმა დაამარცხა ეს კლანები, ცესკოსი, სუს-ის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგზავნილი უამრავი ადამიანის. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ მოქალაქე იმარჯვებს, როდესაც ინდომებს. არ არსებობს პარტიული ხაზები, აბსოლუტურად ყველა ხმას დავიცავთ. ჩვენ აქ მოვედით კონკრეტულად გამყალბებელ მირანდა მესხთან, რომელსაც გუშინ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით როგორ აყალბებდა, დღესაც აგრძელებდა”. – თქვა ხოშტარიამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის.

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...