უმძიმესი ინფორმაცია მაქვს: ჩაფიქრებულია მიხეილ სააკაშვილის განადგურება – თაკო ჩარკვიანი

0
644

“თუ ფიზიკურად, თუ მორალურად, “ქართულ ოცნებას” ჩაფიქრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის განადგურება, ეს არის ის უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს”, – განაცხადა პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა და მსოფლიოს მოუწოდა, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პირდაპირ ვლადიმირ პუტინის მითითებითა და განკარგულებით, განძრახულია “ჯერ მორალურად გაართხან მიწაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, შემდეგ კი ფიზიკურად გაანადგურონ.

თაკო ჩარკვიანმა ასევე, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროების სამსახურის პატრიოტმა თანამშრომლებმა გადასცეს და მასში ეჭვი არ შეაქვს. ჩარკვიანმა, პირველ რიგში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ დაუშვან მიხეილ სააკაშვილის განადგურება.

“ეს ვაჟკაცობაა, რაც შენ გააკეთე, მე შენს სახელს მომავალ საქართველოში გავაჟღერებ”, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა იმ პირს უშიშროებიდან, ვინც მას ინფორმაცია გადასცა.

წინა სტატიაახლა გაქვთ მომენტი, ისევ გოლიათებად იქცეთ – მაია ნადირაძე სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ნარკოტესტის “ჩელენჯს” სთავაზობს – ადვოკატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური