მე მინდა მადლობა ვუთხრა მამა-შვილ წოწორიებსა და ცომაიას, რომლებმაც დევნილი პრეზიდენტი გადააადგილეს და შეიფარეს. ისინი არიან გმირები და ისტორიაში შევლენ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, მამა-შვილი ზურაბ და შაკო წოწორიები, რომლებიც ფოთის პორტის ტერმინალში, რიგით თანამშრომლებად მუშაობდნენ, გუშინ დააკავეს და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ვინ არიან მამა-შვილი წოწორიები, ვინც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანა
ასევე დაკავებულია ელგუჯა ცომაია, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს თბილისში საკუთარი ბინა დაუთმო, ხოლო მანამდე საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა.
საქართველოში შემოსული მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ერთერთ სოფელშიც იმყოფებოდა