მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მესმის თქვენი ხმა საკანში" - მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

“მესმის თქვენი ხმა საკანში” – მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

Published on

“მესმის თქვენი ხმა საკანში, მადლობა ყველას, ბრძოლა გამარჯვებამდე!” – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მან სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს გამოუგზავნა. წერილი მედიის წინაშე ხატია დეკანოიძემ გაასაჯაროვა.

“ის მხნედ არის, დამაბარა მადლობა ყველასთან, შიმშილობას აგრძელებს და ჩემთან საუბრის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მეთვალყურეობის ქვეშაა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ~

“არ ვიცი, აქვს თუ არა ტელევიზორი მიშას, მაგრამ მარტივად ეცოდინება, აქ რა ხდება, რადგან საკანში ჩვეულებრივად შემოდის ეს ხმები და გამოსვლების შინაარსის გაგებაც შეგიძლია”, – თქვა ნიკა მელიამ, რომელიც ამავე ციხეში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს ენმ-ის ოფისში აიყვანეს.

შეგახსენებთ, რუსთავის ციხესთან შეკრებილები იქ ავტოკოლონებით მოვიდნენ. ადგილზე არიან ენმ-ის მხარდამჭერები, პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

“თავისუფლება მიშას!” – რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს (განახლებადი)

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...