მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფლება მიშას!" - რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს (განახლებადი)

“თავისუფლება მიშას!” – რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს (განახლებადი)

Published on

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, რუსთავში აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათასი ადამიანი იქ ავტოკოლონებით ჩავიდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაიძრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი, ციხესთან შეკრებილებს შეუერთდა ნიკა მელია, რომელმაც განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. რუსთავში იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-ის მხარდამჭერები. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

“მე არ ვიცი, აქვს თუ არა მიშას ტელევიზორი, მაგრამ მან იცის, რომ მის მხარდასაჭერად ადამიანები არიან შეკრებილი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ეს კაცი ვერ იქნება ტყვეობაში, დარწმუნებული ვარ, ასიათასობით მოქალაქე გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს ციხეში მესამე პრეზიდენტის ყოფნას”, – განაცხადა მედიასთან ლევან ხაბეიშვილმა.

“რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ამ შენობაში არ დავტოვებთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცოტა ხნის წინ დაწესებულება დატოვა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც აქციის მონაწილეებს გადასცა მიხეილ სააკაშვილის გზავნილი: “ვაწვებით ბოლომდე!”.

ციხის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

გამოსვლები ციხესთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაახლოებით ექვსი საათისთვის აქცია დასრულდა, თუმცა, პოლიტიკურმა ლიდერებმა დააანონსეს, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და აუცილებლად გაგრძელდება.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...