მთავარისიახლეებისაზოგადოებამამა-შვილი, რომელიც ფოთის პორტში მუშაობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დააკავეს

მამა-შვილი, რომელიც ფოთის პორტში მუშაობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დააკავეს

Published on

მამა-შვილი, რომელიც ფოთის პორტში მუშაობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულია მამა-შვილი – ზურაბ და შალვა წოწორია. ისინი წლების განმავლობაში ფოთის პორტში მუშად მუშაობენ.

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამა-შვილის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სააკაშვილის შემოყვანის სანაცვლოდ მიიღეს თუ არა ფინანსური სარგებელი საქმეში ბრალდებულებმა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა.
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით – დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება,” – აცხადებენ შსს-ში.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...