დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა

0
215

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე, მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ცნობილია ისიც, რომ თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ სწავლა ბავშვმა სწავლა დისტანციური რეჟიმით გააგრძელოს, ამის შესაძლებლობა ისევ ექნებათ.

გარდა ამისა, გაიხსნება ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

4 ოქტომბრიდან პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.

“გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ჩვენთან, სამინისტროსთან შეთანხმებით”, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

წინა სტატიაიყავით კრიტიკული, იყავით ძლიერი და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას – ნიკოლოზ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია – ეკა ხერხეულიძემ პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური