მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ან მივიღებთ სამართლიანობას, ან გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს" - ნიკა გვარამია

“ან მივიღებთ სამართლიანობას, ან გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს” – ნიკა გვარამია

Published on

“ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ან მივიღებთ სამართლიანობას, ან კიდევ, მისსავე აშენებულ ციხეში გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად”, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისა და მისი წერილის გასაჯაროვების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა საკნიდან მხარდამჭერებს მიმართა. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ სიცოცხლე ძალიან უყვარს, მაგრამ მიუხედავად იმისა, დაემუქრება თუ არა ეს მის სიცოცხლეს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

“მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არცერთ შემთხვევაში სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.

თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი, – ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოებას ნიკა გვარამიამ გააცნო.

შეგახსენებთ, დღეს, რუსთავის ციხესთან მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მასში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

“მესმის თქვენი ხმა საკანში” – მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...