მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის, რას ედავებიან, რა სასჯელი ელის ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს...

ვინ არის, რას ედავებიან, რა სასჯელი ელის ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს ბინა დაუთმო

Published on

ქრონოლოგია ასე განვითარდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და ბათუმში გადაღებული ორი ვიდეო გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რომ გავრცელებული ვიდეო დიპფეიკია და რომ მიხეილ სააკაშვილი, სინამდვილეში, უკრაინის ერთერთ კურორტზე იმყოფება. მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. როგორც გაირკვა, მესამე პრეზიდენტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს სოხუმელი ელგუჯა ცომაია მასპინძლობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში საკუთარი ბინა დაუთმო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ ბინაში დააკავეს, თუმცა, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სააკაშვილმა თავად ატვირთა ვიდეო, სადაც მისი დაკავება იწინასწარმეტყველა. დაკავებისას ბინაში მიხეილ სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დააკავეს ასევე ბინის მფლობელი ელგუჯა ცომაია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას (ძებნილი პირის შეფარება) ედავებიან.

რა ვიცით ელგუჯა ცომაიას შესახებ? მისი ბიოგრაფიის დეტალებს და იმას, თუ რა კავშირში იყო მიხეილ სააკაშვილთან, როგორ აღმოჩნდა მის ბინაში დევნილი პრეზიდენტი, ექსკლუზიურად “ქრონიკა პლიუსი” აქვეყნებს.

“ოდიშინიუსმა” კი გაარკვია, რომ ელგუჯა ცომაია სოხუმელია და აბაშაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე კოვიდით გარდაიცვალა. თავად ელგუჯა ცომაია ტრაილერის ტიპის სატვირთო მანქანის მფლობელია, მას ხან აქირავებს, ხან კი საქართველოდან უკრაინაში და პირიქით, გადააქვს სხვადასხვა სახის პროდუქტი. როგორც მოგეხსენებათ, ტრაილერის სატვირთოებს სატრანზიტო ქვეყნების გზებზე, ან თუნდაც საბოლოო დანიშნულების ქვეყნებში, ძალიან იშვიათად აჩერებენ.

არაა ცნობილი, საიდან და რა გზებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია, მაგრამ “ქრონიკა პლუსის” ინფორმაციით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ ელგუჯა ცომაიამ, თავისი ტრაილერით შემოიყვანა. ბათუმში გაჩერების შემდეგ მან მანქანა გამოიცვალა და მესამე პრეზიდენტი ბათუმიდან თბილისში წაიყვანა. მან მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო, რომელიც სანზონაში მდებარეობს. დაკავების წინ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მის დაკავებას აანონსებდა.

ელგუჯა ცომაიას ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინეს. მას დანაშაულის (ძებნილი პირის ადგილსამყოფელის შეუტყობინებლობა) შეუტყობინებლობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცომაიას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ელგუჯა ცომაიას სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და მას მოიხსენიებენ, როგორც გმირს, რომელიც ისტორიაში შევა.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...