მთავარისიახლეებიპოლიტიკარეგიონებიდან დაძრული ავტოკოლონები ხვალ, 18:00-ზე, რუსთავის ციხესთან გაჩერდებიან - აქციის დეტალები

რეგიონებიდან დაძრული ავტოკოლონები ხვალ, 18:00-ზე, რუსთავის ციხესთან გაჩერდებიან – აქციის დეტალები

Published on

ფართომასშტაბიანი და წარმომადგენლობითი ავტომსვლელობა იგეგმება 4 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. აქციის ორგანიზატორია “მოძრაობა საქართველოსთვის”, ხოლო მსვლელობა მიზნად ისახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

დაანონსებულია აქციის გეგმა:

ხვალ 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მთელი საქართველოდან დავიძვრებით საკუთარი ავტომობილებით,

11:00 ქობულეთიდან, 12:00 გურიიდან, 14:00 ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან, #შემოგვიერთდით საქართველოს მესამე პრეზიდენტის #თავისუფლებისთვის!!!

იქ ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე!…“, – წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე გეტყვით, რომ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყების შესახებ განცხადების გაკეთებას ასევე ხვალ გეგმავს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც აცხადებს, რომ “საკუთარ ხმებსა და მიხეილ სააკაშვილს” ამ ხელისუფლებას ვერ ანდობს.

„პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა პრემიერმა, გახარიამ, თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტიზას და მართლმსაჯულებას და ჩვენ ჩვენი ხმები და ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ხვალ, 12:00 საათისთვის, ჩვენ კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საკიდი, საათი გვექნება დიდი ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აქცია რუსთავის ციხესთან “თავისუფლება მიშას!” 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო ავტოკოლონები ამ აქციას, სავარაუდოდ, 18:00 საათზე შეუერთდებიან.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...