მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: განვითარების ახალი იმპულსი გვჭირდება, რასაც ჭაობში მყოფი მთავრობა ვერ გააკეთებს

ნიკა მელია: განვითარების ახალი იმპულსი გვჭირდება, რასაც ჭაობში მყოფი მთავრობა ვერ გააკეთებს

Published on

,,ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი და მძლავრი იმპულსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ქვეყანას სჭირდება როგორც მინიმუმ, ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ხმის მიცემის შემდეგ.

ძალიან მარტივი არის თქმა, თუ რას მივეცი ხმა, ძალიან მარტივი ასახსნელია ყველასთვის, თუ რას დავუჭირე მხარი – ვისაც არ სურს რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ დღის განმავლობაში – არაგულწრფელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუის და არც ერთი სიტყვა აღარ დაეჯერება და მათ მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული და მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და წარმოვიდგინოთ, მხოლოდ სამი ადამიანის სახე, სახელი და გვარი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს, მე ვგულისხმობ გომელაურს, ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ ლილუაშვილს.

ამ სამი ადამიანის და სხვების მმართველობა, ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, თუ გსურთ რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში და ლურჯი ფერი იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ და მხოლოდ ქართული ოცნება უნდა იყოს მმართველის, გასაგებია, თუ ასეთი ადამიანები შემოვრჩით, მხარს დავუჭერთ იმ სამ ადამიანს, რომლებიც მუდამ ცდილობენ შავზე თეთრი თქვან უტიფრად, უსირცხვილოდ, თანაც ისე, რომ თავადაც არ სჯერათ. ამიტომ, არჩევანი ძალიან ადვილი იყო, მე ვფიქრობ რომ ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი და მძლავრი იმპულსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ქვეყანას სჭირდება როგორც მინიმუმ, ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს.

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...