მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ" არა: ჩამოსულია. თუ დაიჯერებთ, კარგს იზამთ..." - ეკა ხერხეულიძე

“თუ” არა: ჩამოსულია. თუ დაიჯერებთ, კარგს იზამთ…” – ეკა ხერხეულიძე

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ მან არ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.

“როგორც არ უნდა შემომიბრუნოთ შეკითხვა, ეს ამბავი მე არ ვიცოდი. გამოჩნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დასრულებამდე საჯაროდ, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი, მისის პროგნოზირება შეუძლებელია”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძემ უპასუხა ასევე სახელისუფლო მედიის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ გავრცელებული ვიდეომიმართვა რეკონსტრუქციაა:

“უკაცრავად, რა, რეკონსტრუქციები თქვენსკენ მოიკითხეთ”, ხოლო შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც ერთერთმა ჟურნალისტმა ასე დაიწყო: “თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოსულია…”, ეკა ხერხეულიძემ უპასუხა: “თუ არა – ჩამოსულია. თუ დაიჯერებთ, კარგს იზამთ”.

მისივე თქმით, თავად ეკონტაქტა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ეკა ხერხეულიძე ასევე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში დამატებით ვიდეოებს გაავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის მიუხედავად, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

შსს-მ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ვიდეომიმართვა ფეიკია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან არ გასულა.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ 2 ოქტომბერს მოსახლეობამ ოპოზიციას უნდა მისცეს ხმა, 3 ოქტომბერს, დილიდან კი, არჩევნების შედეგების დასაცავად, თბილისისკენ კოლონებით მსვლელობა დაანონსა. მისივე თქმით, ის ერთერთ ასეთ კოლონას შეუერთდება.

3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად – მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....