მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა - "პირველები"

შსს ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა – “პირველები”

Published on

ტვ “პირველის” ვებგვერდი იტყობინება, რომ შსს ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, შსს-ს ყველა თანამშრომელი გამოიძახეს და ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის მიუხედავად, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

შსს-მ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ 2 ოქტომბერს მოსახლეობამ ოპოზიციას უნდა მისცეს ხმა, 3 ოქტომბერს, დილიდან კი, არჩევნების შედეგების დასაცავად, თბილისისკენ კოლონებით მსვლელობა დაანონსა. მისივე თქმით, ის ერთერთ ასეთ კოლონას შეუერთდება.

3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად – მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...