“სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა”, – სანდრა რულოვსი

0
380

“დილა მშვიდობისა – სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა !”- ასე ეხმაურება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას მისი მეუღლე სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსმა ამის შესახებ “ფერისბუქზე” დაწერა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის მიუხედავად, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

შსს-მ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილწს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ 2 ოქტომბერს მოსახლეობამ ოპოზიციას უნდა მისცეს ხმა, 3 ოქტომბერს, დილიდან კი, არჩევნების შედეგების დასაცავად, თბილისისკენ კოლონებით მსვლელობა დაანონსა. მისივე თქმით, ის ერთერთ ასეთ კოლონას შეუერთდება.

3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად – მიხეილ სააკაშვილი

 

წინა სტატია3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია„შეხვედრები ახლებურარდ“ – ტყიბულში გრძელდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური