პრეზიდენტი შეშფოთებულია ამ ინფორმაციით – ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი სააკაშვილის დაკავებაზე

0
563

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი თვალს ადევნებს საქართველოში უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი წერს.

„ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციებს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ინფორმაციით და განცხადებათა ტონით, რომლებიც საქართველოში კეთდება ვითარების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“ , – წერს პრესმდივანი. მისი თქმით, უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით.

ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინონ“, – აღნიშნა ზელენსკის პრესმდივანმა.

წინა სტატია“არა და არასოდეს!” – სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის სააკაშვილს არ შეიწყალებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური