თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს სასამართლოში უჩივის

0
257

ზეწოლა მედიაზე – თავდაცვის სამინისტროს ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვსდა 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავება.

სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.
სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის 7 სექტემბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ – ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო.

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება “ყველა ფაქტს გასცემს პასუხს”.

წინა სტატიააშშ-ის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დაშინების, შევიწროების ფაქტებზე
შემდეგი სტატია,,ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი!”-ავსტრიის ლაბორატორიის დასკვნა გახარიას მიერ ნარკომოხმარების ანალიზის შსახებ უარყოფითია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური