მთავარისიახლეებიეკონომიკასებმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, შეგეგად ლარი მცირედით გამყარდა.

სებმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, შეგეგად ლარი მცირედით გამყარდა.

Published on

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა,ინტერვენციის შედეგად, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მცირედით გამყარდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1189 ლარი გახდა, მოქმედი კურსი 3.1228 იყო,ანუ ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.,

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.6098 გახდა, დღევანდელი კურსი 3.6409 ლარი იყო, შესაბამისად, ცვლილება 3.11 თეთრია.

ლართან მიმართებით გაუფასურდა თურქული ლირა და ბრიტანული ფუნტიც.

2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...