მთავარისიახლეებირიყეში „ოცნების“ წარმომადგენლებმა ენმ-ის სახელით ოპოზიციის ს მხარდამჭერებს პირადობები გამოართვეს - წითლიძე...

რიყეში „ოცნების“ წარმომადგენლებმა ენმ-ის სახელით ოპოზიციის ს მხარდამჭერებს პირადობები გამოართვეს – წითლიძე [Video]

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ ვიდეოკადრები უჩვენა, სადაც როგორც წითლიძე ამბობს, ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციურ ამომრჩევლებზე ზეწოლაა ასახული, კერძოდ, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა, მაყვალა ანთიამ და ზუგდიდის თეატრის მსახიობმა მერაბ კაკალიამ, ოპოზიციის 30-მდე მხარდამჭერს პირადობის მოწმობები“ ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ჩამოართვეს.
ანა წითლიძე მოუწოდებს ოპოზიციის ამომრჩეველს, არ მისცენ პირადობის მოწმობები არავის, ასევე მოუწოდებს “ქართული ოცნების” შტაბს, შეწყვიტონ მსგავსი უკანონო ქმედებები, მათ შორის ადამიანების პირადი ტრაგედიით და პრობლემებით მანიპულირება, ასევე მოუწოდა პროკურატურას დაინტერესდეს საქმის დეტალებით და დაიწყოს გამოძიება.
ანა წითლიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება აქვთ, რომელიც უკვე გადასცეს ეუთო ოდირის მისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს .
“ქართული ოცნების”‘ ზუგდიდის შტაბში კი მედიას უთხრეს, რომ ბრიფინგზე გაჟრერებული ინფორმაცია არასწორია:
“მათ მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან არც ქართული ოცნების წევრები, მეტიც არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც სხვა რაიმე სახის საარჩევნო საქმიანობაში. პროვოკაციის ავტორი თავად ნაციონალური მოძრაობაა, რომელსაც ბელადისგან აქვს დავალება მიღებული რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და პროვოკცია შექმნან ყველგან. თუმცა არ გამოსდით, რადგან მათი ხერხები ამომრჩევლისთვის ცნობილია.”- აცხადებენ შტაბში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...