ევროკავშირი საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს

0
431

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. ამის შესახებ სტატიას EUobserver აქვეყნებს.

EUobserver-ის ცნობით, განხილვის ინიციატორები, როგორც ჩანს, გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან.

გავრცელებულ ანგარიშში გერმანიისთვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები უცხოელთა კანონის დარღვევის მხრივ, პირველ 10 ქვეყანაში არიან. ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ამ ათეულში ალბანეთი მეორე ადგილზეა, უკრაინა მეხუთეზე, სერბეთი მეშვიდეზე, მოლდოვა მეცხრეზე, საქართველო კი მეათეზე.

ანგარიშის მიხედვით,2019 წელთან შედარებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები 51%-ით არის გაზრდილი.

წინა სტატიავანის მერიას 6-ის ნაცვლად 27 ავტომობილი ემსახურებოდა – “ფლანგვის დეტექტორი”
შემდეგი სტატია2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები დაესწრებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური