ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 609 340-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი ემსხვერპლა.