+18 – ახალდაბა-1993, ქართველთა გენოციდი (ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს)

0
1606

სოხუმელმა ბლოგერმა გიორგი ჯახაიამ პირველად მოიპოვა ოჩამჩირის სოფელ ახალდაბაში ქართველთა გენოციდის ამსახველი კადრები, რომლებიც თავად ბოევიკების მიერაა გადაღებული.

“არ დაგენანათ?” – ეკითხება ოპერატორი ერთერთ ბოევიკს ვიდეოში.
“ხალხი კი გვენანება, მაგრამ ისინი არა!”, – პასუხობს ბოევიკი.
“ისინი, ანუ ვინ?”
“ქართველები, რასაკვირველია!”.

ამ დიალოგის შემდეგ კადრები ასახავს იმ სისასტიკეს, როგორითაც ახალდაბაში მოსახლეობა მოკლეს.
ახალდაბა კოდორის ხიდთან ახლოს მდებარეობდა და, ძირითადად, სვანებით იყო დასახლებული.

მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები განახლდა და სოხუმის შტურმი დაიწყო, ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო ტრასის გადაკეტვის და მასზე კონტროლის აღების მიზნით, აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები ალყაში მოქცეულ სოფელს ორი დღის განმავლობაში უტევდნენ და ბოლოს აიღეს. ეს რამდენიმე დღით ადრე მოხდა, სანამ სოხუმი დაეცემოდა.

აფხაზურმა მხარემ სოფელში მცხოვრები კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები – სულ 500-დე ადამიანი მძევლად აიყვანა და ქართულ მხარეს შეუთვალა, რომ თუ არმია ოჩამჩირიდან სოხუმისკენ დაიძრებოდა, მძევლებს დახვრეტდნენ. იმის მიუხედავად, რომ ოჩამჩირეში დარჩენილი ქართული არმია არ დაძრულა სოხუმისკენ, ახალდაბაში მძევლებად აყვანილები მაინც დახვრიტეს.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ

წინა სტატიაგორში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი გაიტაცეს
შემდეგი სტატიასენატმა სახმდივნის ახალი თანაშემწე დაამტკიცა / რას ამბობდა კარენ დონფრიდი საქართველოზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური