მთავარისიახლეებიკონფლიქტებიარავის ეგონოს, რომ ომი 28 წლის წინ დამთავრდა, იგი გაგრძელდება,...

არავის ეგონოს, რომ ომი 28 წლის წინ დამთავრდა, იგი გაგრძელდება, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”

Published on

,,არავის ეგონოს, რომ 28 წლის წინ ომი დამთავრდა, ომი დღესაც გრძელდება, როდესაც ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე ხდება შეტევა, როცა ოკუპანტი ქვეყანა ყველა საშუალებას იყენებს, რათა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია წაართვას საქართველოს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

28 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, იმ ტრაგედიიდან რაც დატრიალდა აფხაზეთში. ეს არის ყველაზე მძიმე დღეები საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის მსხვერპლი, რაც საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისათვის გაიღო, ამაო არ იყოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როდესაც ეს მოხდება, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთში, მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები. მათ ღირსეულად გაწირეს თავი საქართველოს ერთიანობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – განაცხადა დავითაიამ.

,,ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. დღე ხსოვნის და პატივის მიგების იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენი ვალია, რომ არასდროს დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღეს ჩვენმა მტერმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს.პუტინის რუსეთსა და ელცინის რუსეთის  შორის დიდი განსხვავება არ არის, მათი ამოცანა მაშინაც და დღესაც არის  მთელი საქართველოს თავისუფლების დამხობა. ამიტომ ამ ადამიანებმა, ვინც  სიცოცხლე შესწირა აფხაზეთის ომს 90-იანებში, გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მათ ჩვენ დაგვიტოვეს შესაძლებლობა,  ბოლომდე გავაღწიოთ ჭაობიდან, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვახვევს თავს. ჩვენი ვალია,  არასდროს დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა –  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა ბოკერიამ.

,,დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ და ძალიან მალე უბედურებაში აღმოვჩნდით, რომელმაც დღემდე დიდი კვალი დატოვა. – წერს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

– რუსეთის ოკუპაციის თემა მოვახერხეთ და საკამათო ხდება ხოლმე. “კი არის ოკუპანტი, მაგრამ…”

– 26 წლის მერე სოხუმის დაცემიდან გავრილოვი დაგვისკუპეს პარლამენტში

– დაახლოებით 40 ათასი იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახი ჯერ კიდევ სახლის გარეშეა

– ბევრი დევნილი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს, საერთო ტუალეტებით და აბაზანებით, ნახვრეტებიანი ჭერით, სოკოებიანი კედლებით…

– ვეტერანებს 22 ლარი აქვთ

– აფხაზეთის მთავრობა კარიკატურად იქცა

ვისი ბრალიაზე არ მინდა ლაპარაკი, დაფიქრება და შეცვლაა საჭირო. მთავრობის შეცვლა მხოლოდ ნაწილია. უნდა დავფიქრდეთ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და ასეთ ტრაგიკულ დღეებში სადღეგრძელოების გარდა რა არის გამოსასწორებელი იმაზე ვიფიქროთ.” – წერს ელენე ხოშტარია

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...