მე მეომარი ვარ, ვეტერანი და კობახიძეები, თალაკვაძეები და კოლბაში მჯდარი ბატონი ივანიშვილი ვერ დამაშინებენ” – გახარიას პარტიის წევრს მანქანა დაუცხრილეს

0
203

ცაგერის მერობის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს  პარტიიდან “საქართველოსთვის”, , დღეს დილით მანქანა დაცხრილული დახვდა, იგი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

 

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შსს-ს და პირდაპირ მინისტრს, გომელაურს – გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და საკადრისად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა ეს ბინძური კამპანია.

ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეები, თალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ”, – განაცხადა ბესარიონ ბენდელიანმა.

წინა სტატიაყაჩაღობა მარნეულში -მარტოხელა მოხუცს შინ მძარცველები შეუვარდნენ
შემდეგი სტატიაპირველი თოვლი სვანეთსა და მაღალმთიან აფხაზეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური