მთავარისიახლეებიერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩენო კომისიაში 11 საჩივარი...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩენო კომისიაში 11 საჩივარი შეიტანა [Video]

Published on

ზუგდიდის 15 უბანში გადასატან ყუთში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანის სიაა ნაპოვნი – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ენმ-ის ზუგდიდის ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, მათგანი ქართული ოცნების წევრი, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრია. წითლიძემ ჟურნალისტებს ვიდეომტკიცებულებაც წარუდგინა, სადაც მერიის თანამშრომლის ნუკრი მარგველანი მშობლები არიან ასახული, რომლებიც ერთ-ეღტი უბნის გადასატანი ყუთის სიაში მოხვდნენ, თუმცა, სრულიად ჯანმრთელები არიან.
საჩივრებთან დაკავშირებით ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის პასუხი ასეთია: გადასატანი ყუთის სიების საბოლოო ვარიანტი დგება არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მანამდე კი ყველა განაცხადი გადის კვლევას, მესხის თქმით, მომართვიანობა არ ნიშნავს, რომ ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩენო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა. საოლქოში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.

სიახლეები

რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. "ძვირფასო...

ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ....

“მათ შიში – ჩვენ ძალა” | რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მათ შიში - ჩვენ ძალა" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოქალაქეები...

შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან...