მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა "კოკაინშიკი", კალაძე ამტკიცებს, რომ გახარიასთვის ნარკომანობა არ დაუბრალებიათ. გახარია...

კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”, კალაძე ამტკიცებს, რომ გახარიასთვის ნარკომანობა არ დაუბრალებიათ. გახარია ამბობს, რომ მას დიდ პროვოკაციას უმზადებდნენ

Published on

კოკაინის თემა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობას არ კარგავს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, კონკურენტის, გიორგი გახარიას შესაძლო ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებულ კითხვას თავი აარიდა და ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე დეტალებს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოუყვება.

“თქვენ შეგიძლიათ ირაკლის [კობახიძეს] ჰკითხოთ ეს და უფრო დეტალურად გეტყვით, რა იცის ამასთან დაკავშირებით […] მე არ ვიცი იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებული ვარ საარჩევნო კამპანიით”, — განაცხადა კახა კალაძემ

იმის მიუხედავად, რომ კალაძე ამტკიცებს, გახარიასთვის ნარკომანობა არც მე და არც სხვას  დაუბრალებიათო, კობახიძე განცხადებებს განცხადებებზე აყოლებს

ადრე მან არაერთხელ   პირდაპირ უწოდა გახარიას “კოკაინშიკი”. გუშინ, 23 სექტემბერს კი  იმედის ეთერში განაცხადა, რომ “გიორგი გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა და მას შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა”. მისივე თქმით, იციან კონკრეტული სახელი და გვარი.

,,არც არასდროს ყოფილა ეს ქალბატონი ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. [კოკაინი გაასინჯა] მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან. ჯერ ერთი, რომ ქალბატონს ეხება საქმე და მძიმე შემთხვევაა, რა თქმა უნდა, მოვერიდები, რომ მისი სახელი და გვარი დავასახელო. უტყუარია ეს ინფორმაცია. ”

17 სექტემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა. იქამდე მან უარი თქვა ნარკოტესტის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებაზე და განაცხადა, რომ ქართული ოცნება მას  პროვოკაციას უმზადებდა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...