მთავარიUncategorizedდევიდ კრამერი არ გამორიცხავს, რომ თუ გაგრძელდა ქვეყნის კულისებიდან მართვა, ...

დევიდ კრამერი არ გამორიცხავს, რომ თუ გაგრძელდა ქვეყნის კულისებიდან მართვა, პერსონალური სანქციები გამოიყენონ

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს რისკი კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნების ჩატარებაზე.

მისი თქმით, ივანიშვილის სახელმწიფო მიტაცეული აქვს და მოვლენებს როგორც ჩანს კულისებიდან მართავს. კრამერი არ გამორიცხავს, რომ თუ მოვლენები არასწორი მიმართულებით განვითარდება პერსონალური სანქციები გამოიყენონ.

“ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება საქართველო “ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ.  ჩემი აზრით ის არასწორი მიმართულითებით მიდის. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისსა და რუსთავში მოხდა.

ძალიან მაწუხებს, რომ ის რასაც აქ ვხედავთ არის სახელმწიფოს მოტაცება და მზარდი გავლენა ინდივიდისა, რომელიც აღარ არის არჩეული თანამდებობის პირი. ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილზე, რომელიც როგორც ჩანს კულისებიდან მართავს მოვლენებს.

ჩემი გაფრთხილება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა არასროს დააწესებს სანქციებს, პლახოტნუკიც იმავეს ფიქრობდა მოლდოვაში, კოლუმოისკი უკრაინაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებთ ვითარდება, შესაძლოა საკმაოდ ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ წერტილოვანი სანქციების დაწესებით.

არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, საქართველო დგას რისკის წინაშე სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები”, – თქვა კრამერმა.

მან მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საზოგადოებაზე დაკვირვების მასობრივი კამპანია – სკანდლია.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...