მთავარისიახლეებისაქართველოს სიამაყე და განსაკუთრებულობა თქვენ უნდა დაუბრუნოთ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

საქართველოს სიამაყე და განსაკუთრებულობა თქვენ უნდა დაუბრუნოთ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

Published on

“მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ” – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდებს.

ვიდეო მიმართვა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“გუშინ და დღეს დავდივარ სენატში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი მეუბნება, რომ ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ… არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები.

ხალხო, გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, მე ერთი რამ მაინტერესებს – გვინდა თუ არა რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს.

ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საქართველოს და საკუთარი თავისუფლებისთვის. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ, რადგან ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...